თამარ გაბუნია: სამედიცინო პერსონალში ვირუსის გავრცელება საკმაოდ აქტიურია

სამედიცინო პერსონალში ვირუსის გავრცელება საკმაოდ აქტიურია, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამედიცინო პერსონალი მუშაობს მაღალი რისკის გარემოში და სწორედ, სამუშაო ადგილზე მათი დროული დაბრუნებისთვის შეიძლება დაგვეხმაროს 5-დღემდე იზოლაციის ვადის შემცირება. სამედიცინო პერსონალისთვის ბუნებრივია კვლავაც მნიშვნელოვანია ბუსტერდოზა და ინფექციის დაცვის საშუალებების აქტიური გამოყენება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 24 616ახალი შემთხვევა გამოვლინდა.