კორონავირუსით 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა

თბილისში, რეპსუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 20 წლის სპორტსმენი, ვახტანგ ჩარკვიანი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კოვიდსასტუმროდან რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.

20 წლის სპორტსმენი რეანიმაციულ განყოფილებაში 12 დღის განმავლობაში გადიოდა მკურნალობას.

მიუხედავად მედიკოსთა ძალისხმევისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ვახტანგ ჩარკვიანი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, მისი ბოლო გუნდი კი „ვიტ ჯორჯია 2“ იყო.