მეუფე ნიკოლოზი – მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს. დავიცადოთ, მოვიდეს ეს ვაქცინა და იქნებ გვიშველოს

მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს. დავიცადოთ, სანამ გამოჩნდება, მოვიდეს ეს ვაქცინა და იქნებ გვიშველოს – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„კოვიდის დაავადებასთან და  ვაქცინასთან დაკავშირებით ყოველ წუთს რაღაც იცვლება, სულ მუდმივად რაღაც ცვლილებებია, ამასწინათ იყო კიდევ ახალი ამბავი, რომ მოიპარეს ვაქცინის დოკუმენტაცია, ჰაკერები რომ შეცვიდნენ და გადააკეთეს. იყო ასეთი ინფორმაციაც. მე ასევე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს. დავიცადოთ, სანამ გამოჩნდება ვაქცინა. ფიზიკურად ვაქცინა ჯერ არ არის ჩვენამდე მოღწეული. რომ დადგება საკითხი გავიკეთოთ თუ არ გავიკეთოთ, მაშინ დავსვათ ის კითხვები, რაც გვაინტერესებს. პირველ რიგში ექიმებს დავუსვათ ეს კითხვები. ვნახოთ, რას გვიპასუხებენ ექიმები. მერე გადავწყვიტოთ. წინასწარ ნუ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმაზე, რაც არ ვიცით. დავაცადოთ, მოვიდეს ეს ვაქცინა და იქნებ გვიშველოს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.