ბათუმი-ახალციხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარატემენტი ავრცელებს.

„უხვი ნალექის გამო, გზაზე არსებული წყალგამტარი მილი ვერ ატარებდა წყალს; მილის გაწმენდის ღონისძიებებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.