გამგებლის ანგარიში საკრებულოს თავმჯდომარემ გოდერძი ბარბაქაძემ შეაფასა

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშით წარსდგნენ.

მუნციპალიტეტის ხელმძღვანელობის მუშაობის გამჭირვალობისა და ლაგოდეხის მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების მიზნით 28 ოქტომბერს კინოთეატრ “სინემა”-ს დარბაზში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ საზოგადოებას ის პროექტები გააცნო, რომელიც 2016 წელს განხორციელდა და ხორციელდება.

15050313_1845517962403525_1549234362_n

შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საგანმანათლებლო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ბიზნესმენები და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

15049925_1845517969070191_430926971_n

პრეზენტაცია  საკრებულოს თავმჯდომარემ გოდერძი ბარბაქაძემ შეაფასა. შეხვედრის დასასრულს გამგებელმა დამსწრე საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებზე უპასუხა.

15049596_1845517959070192_1835507477_n

 

კომენტარის დატოვება