„საქართველოს ნაკრების სათამაშო სტილი მომეწონა” – თემურ ქეცბაიამ სანიოლის გუნდი შეაფასა

საქართველოს ჰყავს ძლიერი გუნდი, ახალი მწვრთნელი, ვილი სანიოლი და ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი“, – ამის შეასხებ ბერძნულ  ინტერნეტ-გამოცემასთანsdna.gr-თან „ანორთოსისის“ ქართველმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა.

„საქართველოს ნაკრებს შვედეთში გაუჭირდა. მაგრამ პირადად მე გუნდის სათამაშო სტილი მომეწონა. საგოლე მომენტები შექმნეს და შეტევის ბოლო ფაზაში მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, ქულის მოპოვებას იოლად შეძლებდნენ. სანიოლი ყურადღებას ამახვილებს დაცვაზე, გუნდი ორგანიზებულად თამაშობს და შეტევაში მუდმივად მეტოქის სისუსტეს და შეტევის შესაძლებლობებს ეძებს“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

ქეცბაიას თქმით, საქართველოს ნაკრები პერსპექტიული გუნდია.

„შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებსაც სურთ თავი გამოიჩინონ და განვითარების კარგი პერსპექტივაც გააჩნიათ. რას უნდა მიაქციონ ყურადღება საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელებმა? ჩემი თანამემამულეები დაუფასებლობას არ გაპატიებენ. თქვენი გუნდი ამ მატჩს სერიოზულად უნდა მოეკიდოს, რათა არ დაზარალდეს“.

ქართველმა მწვრთნელმა ჯგუფიდან ბერძნების გასვლის შანსებზეც ილაპარაკა.

„საბერძნეთის ნაკრებმა ესპანეთთან კარგ შედეგს მიაღწია. შვედეთში საქართველოს ნაკრების ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ჯგუფში მეორე ადგილისთვის შესაძლოა, საბერძნეთს კონკურენცია საქართველომ გაუწიოს“,- თქვა ქეცბაიამ.