“შენ რას იტყვი, ბიძინასთან მიმავალო ქარო?! უი, ბოდიში, “მოაზროვნე ნაწილო?!”

კახა მიქაია

-ციკლიდან: ,,დამელოდეთ!”

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინში ტვ ,,იმედი” საგანგებო რეჟიმზე გადავიდა!!!
გთავაზობთ, მთელი საქართველო გადავიდეთ საგანგებო რეჟიმზე!!!
ავუკრძალოთ ,,ზეციურს” 10 საათზე ძილი და ვაიძულოთ დააკმაყოფილოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილის მოთხოვნა, შეხვდეს მას და ,,ოცნებაში” პორტირებული ნაცების(ნამდვილების) თანხლებით განიხილოს ქვეყნის გადარჩენის სამოქმედო გეგმა, სახელწოდებით, ,,არა ნაცებს!”
ჩემი მხრიდან, წინასწარ მოვითხოვ, ამ შეკრებაზე აღმოცენებული ,,შეტყვნითი” იდეების თანაავტორობას,
რა იცი, რა ხდება?!
… და რაც მთავარია, მოვითხოვოთ მორატორიუმი ტოტო კუტუნიოსგან, რათა ბიძინასთან ამ ისტორიული შეხვედრის ჩატარება მშვიდ და საქმიან გარემოში
მ ო ხ ე რ ხ დ ე ს!!!

ა ბ ა, დ ა ვ ი ძ ა რ ი თ!!!

თუ ამანაც არ გაჭრა და არც მოფერებამ (ერთი ჩემი ოცნებელი მეგობრის გენიალურ იდეას ვეხმაურები ამომრჩევლის მოფერებასთნ დაკავშირებით), ნუ, მაშინ ისღა დაგვრჩენია, ტვ ,,იმედიც” და დანარჩენი საქართველოც, კომენდანტის საათზე გადავიდეთ და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი იკუჩი კობახიძე, საქართველოს კომენდანტად გამოვაცხადოთ!
მეწმუნეთ, დავისვენებთ,
უკვე ის მიხედავს ყველაფერს!!!
ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა ვუწოდოთ იკუჩის?!
კომანდანტე ჩე-იკუჩი
თუ
კომანდანტე იკუჩივარა!!!
ცოტა მეგრულად კი ჟღერს, მაგრამ, ვფიქრობ, ასატანია!!!

შენ რას იტყვი, ბიძინასთან მიმავალო ქარო?!
უი, ბოდიში,
,,ქართული საზოგადოების მოაზროვნე ნაწილო?!”

P.S. ხელისუფლებაში ყოფნის ექვსი წლის თავზე, გრიშა რომ არჩევნებს მოგიგებს,
პიტალო ,,გ რ ი х у й ხარ!!!