მხატვარი, რომელმაც საქართველოს მილიონი $-ის ფერწერული ტილოები აჩუქა, უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა

საქართველო უყვარდა! მასზე ზრუნავდა, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა და აქაურობის დატოვება ენანებოდა, ვერ დატოვა და ასე სიღარიბეში, ყველასგან დავიწყებულმა დატოვა ეს სამყარო!…

დღეს გარდაიცვალა ჩინური წარმოშობის, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, უნიჭიერესი მხატვარი ანდრო ხანი. მხატვარი, რომელმაც მამის, ასევე ანდრო ხანის, მილიონი დოლარის ღირებულების ფერწერული ტილოები საქართველოს საჩუქრად გადასცა, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა.

ანდრო ხანი დაიბადა გამოჩენილი ჩინელი მხატვრის ანდრეი ვლადიმირის ძე ხანის (ხან შან ლუნის) ოჯახში. ბავშვობიდან მამა ასწავლიდა ფერწერას.

სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ანდრო ხანი მუშაობდა ლიდერი სამხატვრო კომპანიების არტ-დირექტორად. ანდრო ხანი ჩამოვიდა თბილისში და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა მამამისის, ანდრეი ვლადიმირის ძე ხანის, 1000000 ლარზე მეტი ღირებულების 24 ფერწერული ტილო.

2015 წელს ძალიან მოიხიბლა საქართველოთი და გადაწყვიტა დიდი ხნის ოცნება, საზოგადოებას გაეცნო როგორც ფერმწერი საქართველოში განეხორციელებინა.

საქართველომ უკვე იხილა გამოფენა „16 სიგიჟე“ , რომელიც  ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სიგიჟეს ეძღვნებოდა.