პაატა მანჯგალაძე – უსინდისო მანიპულაციაა „ქართული ოცნების“ მხრიდან თითქოს, ჩვენ არჩევნებისთვის მზად არ ვართ

„ქართული ოცნების“ მხრიდან არის უსინდისო მანიპულაცია, თითქოს არჩევნებისთვის მზად არ ვართ,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

“არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით არის უსინდისო მანიპულაცია “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ თითქოს მზად არ ვართ არჩევნებისთვის.

ჩვენი მთავარი მოტივაცია არჩევნების გადადების იყო ის, რომ იზრდება ინფიცირების რაოდენობა, იზრდება გარდაცვლილების რაოდენობა და ვინაიდან ქვეყანაში დაბალია ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა სამი კვირით მაინც გადაგვედო არჩევნები, რადგან მილიონზე მაინც ასულიყო ვაქცინირებულ ადამიანთა რიცხვი. ამის შემდეგ არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარება შედარებით მარტივი იქნებოდა’’, – განაცხადა მანჯგალაძემ.