ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა​

ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა. ორივე მათგანი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში [ბაუ] მკურნალობდა – ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დედა-შვილი კლინიკაში 30 ივლისს შეიყვანეს, კოვიდის მწვავე ფორმით.

„რთულად მიმდინარეობდა კოვიდის მართვა. შემდეგ მოხდა ორივე მათგანის ინტუბაცია [მართვით სუნთქვაზე გადაყვანა]. გუშინ, 27 აგვისტოს, გარდაიცვალა დედა, 54 წლის. დღეს დილით კი შვილი, 31 წლის მამაკაცი“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკაში.