ირაკლი ღარიბაშვილი: ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზის მიხედვით, მშვიდი პერიოდი იქნება

ჩვენი ექიმების და მეცნიერების პროგნოზია, რომ სიტუაცია შედარებით დასტაბილურდება. რამდენიმე კვირა დაგვრჩა, უნდა გადავიტანოთ ყველამ ერთად ეს მძიმე პერიოდი და ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზის მიხედვით, იქნება მშვიდი პერიოდი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მანამდე უნდა მივიდეთ მობილიზებულად და ეს სიტუაცია უნდა იმართოს.

„ჩვენთვის მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის სწორედ აცრები და ყველას უნდა მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ. მილიონ ადამიანს ძალიან მალე ავცრით, ალბათ უახლოეს რამდენიმე დღეში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ჩვენი მოქალაქე იყოს აცრილი, აქედან ზოგი იქნება ერთჯერადად, ზოგი იქნება უკვე ორჯერადად აცრილი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.