„ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივაა“ – ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას „ტვიტერის“ მეშვეობით ეხმაურება.

„ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივაა“, – წერს ფონ კრამონი.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „მისი უფროსი არ არის ევროპარლამენტარი, მისი უფროსია ქართველი ხალხი“.

„არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.