“ქართულ ოცნებას” არანაირი შანსი არ უნდა დავუტოვოთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი დატოვონ – ზაალ უდუმაშვილი

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” შარლ მიშლის დოკუმენტს ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული და დასავლური ვექტორი საფრთხის ქვეშაა.

“ქართულ ოცნებას” არანაირი შანსი არ უნდა დავუტოვოთ იმისა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი დატოვონ. დღეს, როგორც არასდროს დადგა საფრთხის ქვეშ ჩვენი ევროპული და დასავლური ვექტორი, რომლის საშუალებაც არ უნდა მივცეთ “ქართულ ოცნებას”. არჩევანი არის ძალიან მარტივი. რუსეთი ან დასავლეთი,”- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.