ბათუმში კორონავირუსით 20 წლის გოგო გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 20 წლის გოგო გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალგაზრდა გოგო კლინიკა “მედცენტრში” 31 აგვისტოს გადაიყვანეს. პაციენტს, კორონავირუსით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა, ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა, ახალგაზრდა გოგო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.