გოდერძი ბარბაქაძემ მოზარდებს გვერდით დგომა აღუთქვა და წარმატებები უსურვა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე სახელოვნო სკოლების გაერთიანების საკონცერტო დარბაზის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაეწრო.

   ლაგოდეხში მომავალი თაობების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ცდილობს გვერდით დაუდგეს ყველა პროექტს და სიახლეს, რაც ბავშვებსა და მოზარდებს ეხება.

15 ნოემბერს, ლაგოდეხში სახელოვნო სკოლების გაერთიანების საკონცერტო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა, საქართველოს ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა სახელოვნო სკოლის აღსაზრდელებმა პედაგოგებთან ერთად რეაბიტირებულ დარბაზში ნახატების გამოფენა გამართეს და სხადასხვა მუსიკალური ნაწარმოებები წარმოადგინეს. ამ დღეს ასევე მაყურებლის წინაშე წარსდგა ბიჭუნათა ანსამბლი.

15128759_1845956605692994_1816388900_n

ღონისძიებას ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გურამ მაჭარაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე, გამგებელი კახა ჯამბურია, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

15057951_1845956609026327_1214352594_n

საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე თითოეულ მოზარდს გაეცნო და ყველას, პედაგოგებსაც და მათ აღსაზრდელებსაც მომავალშიც გვერდით დგომა აღუთქვა და წარმატებები უსურვა.

სახელოვნო სკოლების გაერთიანების საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა ( 20 283 ლარი შეადგინა).

15086280_1845956612359660_916956879_n

კომენტარის დატოვება