გეგმური სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს 10:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში- საგურამო, წყაროსთავი, ნანივრალი და მიმდებარე ტერიტორიაზე; 10:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში – სნო, აჩხოტი, გაიბოტენი, გველეთი, სტეფანწმინდა, ტყარშეტი, ხურთისი და მიმდებარე სოფლებში.

ელექტროენერგიის მიწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.