რეგიონების შემდეგ აგრარული ბაზრები თბილისშიც იხურება

რამდენიმე რეგიონის შემდეგ დღეიდან აგრარული ბაზრები თბილისის მასშტაბითაც დაიხურება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის გამო მიიღო.

შეგახსენებთ რომ აგრარული ბაზრები გასულ დღეებში ქვემო ქართლში, ზუგდიდში, გურჯაანსა და თელავშიც დაიხურა. როგორც ამ რაიონების ხელმძღვანელობა აცხადებდა მოვაჭრეები არ იცავდნენრასაც ჯანდაცვის უწყების და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებს.