“ყველა უნდა შევუდგეთ სულის გადარჩენის გზას”

სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების პატრიარქის მოსაყდრემ  მრევლს ხარების ბრწყინვალე დღესასწაული მოილოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე იქადაგა.

როგორც მან აღნიშნა, სახარებაში ქალწულ მარიამის სიტყვებს მხოლოდ ერთ ადგილას შევხვდებით. გალილეის კანაში როდესაც იესომ წყალი ღვინოდ აქცია, დედაღვთისამ იქ შეკრებილებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “ჰყავით ისე, როგორც უფალი გეტყვით.”

მეუფე შიოს განმარტებით, თვითოეული ადამიანის ცხოვრებაში დგება ჟამი, როდესაც უფლის მადლი შემოდის გონებასა და გულში, თუმცა მივიღებთ თუ არა მას, ეს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზეა  დამოკიდებული.

მეუფემ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დალოცვაც გადასცა ერს:

„გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევას, მოლოცვას. ჩვენ კი ჩვენი მხრიდან მივულოცოთ მას ხარების დღესასწაული და ვუსურვოთ დღეგრძელობა. მისი უწმინდესობა დღესაც აგრძელებს იმაზე ლოცვას, რომ საქართველოს მრევლის გულებში იშვას ღმერთი. ჩვენ ყველანი უნდა შევუდგეთ სულის გადარჩენის და უფლის გზას“ – აღნიშნა მეუფემ.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მარიამის მშობლების, იოაკიმესა და ანას ხსენების დღესაც აღნიშნავს, რომლებმაც უამრავი განსაცდელი გამოიარეს ცხოვრების მანძილზე.

“ჩვენი განსაცდელი არაფერია იმათ  რთულ ცხოვრებასთან შედარებით. ეს იმისთვის ხდება, რომ ჩვენს გულებში იშვას უფალი. ეს ცხოვრება კი იასეა მოწყობილი, რომ  ქრისტეს ჩვენს გულებში დამკვიდრება  დიდი სულიერი ბრძოლის,  დიდი განსაცდელების შედეგად ხდება.

უწმინდესი სამების საკათედრო ტაძარში ლოცვას დღეს არ დასწრებია. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა მისი პირადი ექიმის კომენტარი, სადაც ის ამბობს რომ ილია მეორეს წნევის მომატება აღენიშნება და საპატრიარქოში დაესწრო დღეს დილას წირვას.