არც განვიხილავ ქართული ოცნების იმ განცხადებას, რომ დოკუმენტი ანულირებულია – ვიოლა ფონ კრამონი 19 აპრილის შეთანხმებაზე

არც განვიხილავ ქართული ოცნების იმ განცხადებას, რომ დოკუმენტი ანულირებულია – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ,,მთავარი არხის” ეთერში საუბრისას განაცხადა,

,,ჩვენ მივესალმებით ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უკეთესი იქნებოდა ეს ადრე გაეკეთებინათ და ქართული ოცნებისთვის საბაბი არ მიეცათ

„სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“, მე მაინც იმედგაცრუებული ვარ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ეს გადაწყვეტილება ადრე არ მიიღო და რამდენიმე თვის შემდეგ გააკეთა. რაღა თქმა უნდა არც განვიხილავ ქართული ოცნების იმ განცხადებას, რომ დოკუმენტი ანულირებულია. ცხადია ეს ასე არ არის, ამ შეთანხმებას სხვა ბევრი ხელმომწერი ჰყავს, შეთანხმება არსად არ წასულა, ადგილზეა და ვალიდურია” – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.