ამაზონის ტყეებში თანხის გადარიცხვა ბერას მხრიდან წარმოუდგენელი ჟესტი იყო – კახა კუჭავა

ამაზონის ტყეებში თანხის გადარიცხვა ბერას მხრიდან წარმოუდგენელი ჟესტი იყო – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ეს განცხადება საჩხერეში, ,,ოცნების” საარჩევნო კანდიდატების წარდგენის დროს გააკეთა.

კუჭავას აზრით, მსგავსი ქველმოქმედება ჯერ არც ერთ ქართველს არ განუხორციელებია.

,,კარგად გვახსოვს ის წარმოუდგენელი ჟესტი ბერა ივანიშვილის, რომელმაც ამაზონის ტყეებში გადარიცხა თანხები და ამით უდიდესი როლი და წვლილი შეიტანა ჩვენი მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს მხრიდან იყო იმ უდიდესი ტრაგედიის წინააღმდეგ ბრძოლისა, რასაც ერქვა მსოფლიოს ფილტვები, როგორც ეძახიან, ამ მსოფლიოს ფილტვებში გაჩენილი ხანძარი და მის წინააღმდეგ ბრძოლა. თუ გახსენდებათ რომელიმე სხვა ქართველი, ვისაც მსგავსი საქმე გაეკეთებინოს? მე მეეჭვება” – განაცხადა კუჭავამ.