ორშაბათს გავაკეთებ განცხადებას ჩემს გეგმებზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მოკლე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მის გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვასთან დაკვშირებით განცხადებას აანონსებს.

„ორშაბათს გავაკეთებ განცხადებას ჩემს გეგმებზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა საქართველოში დაბრუნების შესახებ, ამჯერად მან კონკრეტული თარიღი დაასახელა და თქვა, რომ ეს იქნებოდა თვითმმართველობის არჩევნების წინ.