ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა

ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„სამი პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. ერთი არის ახალშობილი, რომელიც ბათუმიდან გადმოიყვანეს 17 დღის. 8 დღის განმავლობაში მკურნალობდა ეს ბავშვი ბათუმში. უმძიმეს მდგომარეობაში დაინტუბირებული, მართვთ სუნთქვაზე გადმოვიდა ჩვენთან. თანმხლები დაავადებები ჰქონდა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, ფილტვის ქსოვილის მძიმე დაზიანება, ასევე რესპირატორული დისტრესი. გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე გარდაიცვალა“,-აღნიშნავს ჩხაიძე.