2 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ამომრჩეველი მოუგებს – გახარია

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში უიმედობისა და უსამართლობის განცდაა და ადამიანებს არაპროგნოზირებადი გარემო აწუხებთ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„2 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ამომრჩეველი მოუგებს. თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ამომრჩეველს რამე ფეტიშები ახასიათებს? არა. ერთხელ გაძლევს შესაძლებლობას, მეორედ, მესამედ და შემდეგ ისე გიპასუხებს, როგორც თვითონ ჩათვლის სამართლიანად და ამას ის ბიჭებიც გრძნობენ, მე რომ ბოსებს ვეძახი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.