თბილისის აეროპორტში „აირზენას” კუთვნილი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ჯორჯიან ეარვეისის” კუთვნილი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. მგზავრების ევაკუაცია უკვე განხორციელდა და ისინი აეროპორტის შენობაში არიან გადაყვანილნი. ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა.

არსებული ინფორმაციით, „აირზენას” თვითმფრინავი თბილისის ცაზე რამდენიმე საათის განმავლობაში დაფრინავდა, რათა საწვავის ავზები დაეცალა, ვინაიდან იყო საფრთხე აფეთქების.

ასევე, გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავს შასის გახსნის პრობლემა ჰქონდა. აერტოპორტში მობილიზებულია  საპოლიციო დანაყოფები, 112-ის სასმახური და ყველა შესაბამისი უწყება.

რეისი თბილისი-ვენის მიმართულებით ხორციელდებოდა.