“შეწყდეს ანტიეროვნული რეფორმის განხილვა!” – აქცია დევნილთა სამინისტროსთან

ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს დევნილთა სამინისტროსთან. აქციის ორგანიზატორია დევნილთა საინიციატივო ჯგუფი.

„ეს არის დევნილთა გაერთიანებული გამაფრთხილებელი აქცია ერთადერთი მოთხოვნით – შეწყდეს ანტიეროვნული რეფორმის განხილვა!

ამ  რეფორმის საბოლოო მიზანს წარმოადგენს დევნილთათვის სტატუსის გაუქმება, რაც პირდაპირი გზაა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დაკარგვისკენ.

ჩვენ არ გვძინავს! და შევახსენებთ მთავრობას რომ ვარსებობთ და ვიბრძოლებთ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კომენტარის დატოვება