ჯეჯელავა: შევამცირეთ 300-დან 400 შტატამდე…

განათლების სამინისტროს სსიპებსა და რესურსცენტრებიდან 300-დან 400 თანამშრომლამდე გათავისუფლდა.

ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, დაგეგმილი 10%–იანი ოპტიმიზაციის ფარგლებში სამინისტრომ 4-5 მილიონი ლარი დაზოგა.

“შევამცირეთ 300-დან 400 შტატამდე, თუმცა ეს არ შეხებია სკოლებსა და უნივერსიტეტებს. საუბარია აიპებზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და სსიპებზე. შევეცდებით, ნაკლები დნახარჯებით გავაკეთოთ იგივე საქმე. რესურსცენტრების ნაწილში გაუქმდა იურისტის და აუდიტის შტატი და დაემატა განათლების სპეციალისტის, ჯამში მივიღეთ ეკონომია”, – თქვა მინისტრმა.

წყარო: edu.aris.ge

კომენტარის დატოვება