სანამ ერთმანეთის თანადგომა შეგვიძლია, ტერორისტი სახელად „სიდუხჭირე“ ძალებს ვერ მოიკრებს

რამდენიმე ხნის წინ საქართველოს ქალთა საბჭომ დუშეთში მცხოვრები ემზარ ციხელაშვილის ოჯახის სავალალო მდგომარეობაზე ინფორმაცია გაავრცელა.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%94/

ქალთა საბჭომ მაშინ თავის წარმომადგენლებს მიმართა და ოჯახის დასახმარებლად მობილიზაცია გამოაცხადა. და აი, გუშინ საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა ქეთევან გაბრუაშვილმა 7 სულიან ოჯახს სხვა ნივთებთან ერთად 100 ევრო გაუგზავნა, რომელიც ემიგრანტებმა სპეციალურად ამ ოჯახისთვის შეგროვეს.

-„ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ფიქრია კუჭუხიძემ იტალიაში დადგა შემოწირულობების ყუთი, ეს ყუთი თვის ბოლოს გაიხსნა და შეგროვილი 100 ევრო ციხელაშვილებს გამოუგზავნეს. ფიქრიასთან ერთად მადლობას ვეუბნებით ამანათების გზავნილების ოფისის ხელმძღვანელს მზია ბენდელიანს. მათ გამოგზავნეს  ტვირთიც, რომელიც გადავეცით ოსეთის ქალთა საბჭოს გასანაწილებლად. მინდა  მადლობა ვუთხრა ფულადი გზავნილების ხელმძღვანელს, გიორგი მაცკეპლიძეს და სინიორა ლილიანა ლი მარტინოს, რომელიც ყოველთვის გასცემს საქველმოქმედო დახმარებას სხვადსხვა სახით ქველმოქმედებისათვის საქართველოს შეჭირვებულებისთვის“-განაცხადა ქეთევან გაბრუაშვილმა.

ქალთა საბჭოს ინიციატივას საზოგადოების წევრებიც გამოეხმაურნენ. ქეთი სალაძემ ოჯახს დღეს მაცივარი გაუგზავნა. ქალთა საბჭოს და საზოგადოებას შეუერთდა საინფორმაციო სააგენტო geomediatv.ge და ბავშვებს ტელევიზორი გადასცა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს დუშეთის რაიონის ჭართლის თემის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ემზარ მამულაშვილის უანგარო ქველმოქმედება, რომელიც ყოველთვის ეხმარება მრავალშვილიან ოჯახს, დღეს კი თბილისში ჩამოვიდა და მათთვის გადასაცემი ნივთები წაიღო.

სანამ ერთმანეთის თანადგომა შეგვიძლია, სანამ ჯერ კიდევ სიკეთე დაიარება დედამიწაზე, ტერორისტი სახელად „სიდუხჭირე“ ძალებს ვერ მოიკრებს.

იჩქარეთ ქმნა სიკეთისა, ჩვენ ხომ ერთმანეთს ვჭირდებით.

 

კომენტარის დატოვება