„ეროვნული ფორუმი“ მხარს დაუჭერს უსუფაშვილის ინიციატივას

   უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგს და ინიციატივას „ეროვნული ფორუმი“ ეხმიანება. ანი მიროტაძის განცხადებით, ფორუმი უსუფაშვილის ინიციატივას დაუჭერს მხარს.

-„თუ საჭიროა, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერი გაჩნდეს და კიდევ უფრო მკაფიო იყოს საქართველოს საგარეო ორიენტაცია, რასაკვირველია “ეროვნული ფორუმი” ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს. არ ვიცით, არ გვინახავს თვითონ ტექსტი, რომელიც შემოგვთავაზა ბატონმა დავით უსუფაშვილმა. ჩვენ გვექნება რასაკვირველია ამ ტექსტის გაცნობის შესაძლებლობა, შესაბამისად გაივლის ინიციატივა პროცედურებს და თუკი რაიმე შენიშვნა იქნება ვიმსჯელებთ, სხვა შემთხვევაში ეროვნული ფორუმის მხარდაჭერა ამ ინიციატივას ექნება” განაცხადა  მიროტაძემ.

კომენტარის დატოვება