პოზიციის არქონა ისეთივე შეცდომაა, როგორიც არასწორი პოზიციის დაფიქსირება!

„ლიბერალ-დემოკრატების“ ლიდერი მუხრან ბურჭულაძე აცხადებს, რომ როდესაც ლეგიტიმურ ხელისუფლებას სამხედრო გადატრიალებას უწყობენ, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს ვის უნდა გამოუცხადო მხარდაჭერა და ასეთ დროს სწორი და დროული მოქმედებაა მთავარი.

-„ხელისუფლების სრული კრახი. ექსტრემალურ სიტუაციაში უნდა მოახდინო დროული და სწორი რეაგირება, ამიტომ განდობს ხალხი ქვეყანას. საქართველოს ხელისუფლება მთელი ღამის განმავლობაში ცას შეჰყურებდა, მაშინ როდესაც მოვუწოდე რა უნდა გაეკეთებინათ, პოზიციის არქონა ისეთივე შეცდომაა, როგორიც არასწორი პოზიციის დაფიქსირება. ამიტომ დაუშვებელია რომ ამ ადამიანებს ხალხმა ისევ ანდოს ქვეყანა, ეს დამღუპველი იქნება. მშვიდობა რომ ომზე უკეთესია, ამას ბავშვიც გეტყვით. როდესაც ლეგიტიმურ ხელისუფლებას სამხედრო გადატრიალებას უწყობენ, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს ვის უნდა გამოუცხადო მხარდაჭერა, მაგრამ სულელი ამ დროს გამარჯვებულის გამოვლენას ელის… სტრატეგიული შეცდომა საქართველოს მიმართ ერთხელ უკვე იქნა დაშვებული, როდესაც ლეგიტიმური ხელისუფლება რუსული გეგმის მსხვერპლი გახდა და ამის ნაყოფს ახლა ყველა ვიმკით.

დღე არ გავა, რომ საქართველოს მოქალაქე ოკუპანტმა არ გაიტაცოს, ქართულ მიწაზე დგას საოკუპაციო ჯარი, ქართველების მიწას ჰყოფს მავთულხლართი და თქვენ კი თურქეთის საზღვართან შექმენით ალიაქოთი. კიდევ კარგად გადავრჩით. ოქტომბრის არჩევნებს და რეჟიმის შეცვლას საქართველოსთვის ახლა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“აცხადებს ბურჭულაძე.

კომენტარის დატოვება