ირაკლი კობახიძე – ხალხი დაიღალა მუდმივი საუბრით პარლამენტში შესვლა-გამოსვლაზე, ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ, რაც უნდათ, ის გაუკეთებიათ

ტყუილია, თითქოს ჩვენი მოქმედება ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„შარლ მიშელის დოკუმენტში რაც წერია და რაც შევათანხმეთ ზეპირად და ტექსტობრივად, ის გავაკეთეთ და ვაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტის შესაძლო დატოვებაზე გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოქალაქეები პარლამენტში შესვლა-გამოსვლაზე მუდმივი საუბრით დაიღალნენ.

„ტყუილია ის, რომ ჩვენი მოქმედება ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს, პირიქით. ჩვენ ზუსტად ამ დოკუმენტის შესაბამისად ვმოქმედებთ. მეორე – ხალხი დაიღალა მუდმივი საუბრით პარლამენტში შესვლა-გამოსვლაზე, ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ, რაც უნდათ, ის გაუკეთებიათ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ თუ დაიწყებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას, „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტიდან გავა.