ანა დოლიძე ოპოზიციას – მეგობრებო, ნუ დარჩებით ისტორიაში გაყიდულებად და ყორღანაშვილებად, დადექით მტკიცედ, ოპოზიციის ხმების გარეშე „ოცნება“ ვერ შეძლებს დანიშნოს არამოსამართლე წევრები

მეგობრებო, ნუ დარჩებით ისტორიაში გაყიდულებად და ყორღანაშვილებად, დადექით მტკიცედ, ოპოზიციის ხმების გარეშე „ოცნება“ ვერ შეძლებს დანიშნოს არამოსამართლე წევრები, – ასე მიმართავს პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ოპოზიციას.

მისივე განცხადებით, ერთი თავისუფალი ადამიანი რომ შევიყვანოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, „კლანი“ ვერ დარჩება იმ კომფორტში, რომელიც არის

„დღეს ჩვენ გვაქვს ახალი შესაძლებლობა, რომ თუნდაც ერთი თავისუფალი ადამიანი შევუშვათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ამისათვის, უნდა მოვუწოდოთ ოპოზიციას, რომლის ხმებიც დასჭირდება „ქართულ ოცნებას“ – დადექით მტკიცედ და ნუ გაიყიდებით. ოპოზიციის ხმების გარეშე „ოცნება“ ვერ აგროვებს 90 ხმას, რომელიც სჭირდება საბჭოს წევრების დასანიშნად. მეგობრებო, ნუ დარჩებით ისტორიაში გაყიდულებად და ყორღანაშვილებად, დადექით მტკიცედ, თქვენი ხმების გარეშე „ოცნება“ ვერ შეძლებს დანიშნოს არამოსამართლე წევრები. ერთი თავისუფალი ადამიანი რომ შევიყვანოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, „კლანი“ ვერ დარჩება იმ კომფორტში, რომელიც არის“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.