„ქართუ“ საქართველოს მოსახლეობას მორიგ საჩუქარს უკეთებს

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს მოსახლეობას მორიგ საჩუქარს უკეთებს და „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მინიატურების პარკს სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემს. “საქართველო მინიატურებში”–საქართველოს კულტურულ–არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები 2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს და იგი შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ “ციცინათელას” მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ–რეაკრიაციულ პარკშია გაშენებული.

მინიატურების კომპლექსი დააპროექტა კომპანიამ “არქიტექტურული ლაბორატორია #3”. კომპლექსი მოიცავს პარკს, არქიტექტურულ ძეგლთა მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განათავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.

მინიატურების პარკის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონია გაიმართება 13 აგვისტოს, 17:30 საათზე და მას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.

კომენტარის დატოვება