ბურჯანაძე უსუფაშვილს პასუხობს-სპეკულაცია სხვა რამეა!..

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდრი ნინო ბურჯანაძე უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგს ეხმიანება და აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის გაჩენა ეს არა რომელიმე პოლიტიკოსის, არამედ საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია.

”მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს უბლოკო სტატუსის ინიციატივას, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დაუჭერს მხარს უბლოკო სტატუსი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, ეკონომიკური წარმატებისა და წინსვლის ერთადერთი რეალური შესაძლებლობაა.

რაც შეეხება სპეკულაციებს, სპეკულაცია არის ის, რასაც ამდენი ხანი ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები აკეთებდნენ, მათ შორის ”რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებიც. სპეკულაცია არის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, ის რომ დღეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის დიდ ნაწილს უფრო მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიაჩნია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, ვიდრე ქვეყნის გამთლიანება.

ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის პრიორიტეტი არის ქვეყნის გამთლიანება და არა ნატო-ში გაწევრიანება და ამის მთავარი გარანტი არის უბლოკო სტატუსი. ასე რომ, რაც არ უნდა ჩაწეროს საქართველოს კონსტუტუციაში დღევანდელმა პარლამენტმა, ეს არ არის მხოლოდ ჩემი და არც რომელიმე სხვა პოლიტიკოსის გადასაწყვეტი. გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა” – განაცხადა  ბურჯანაძემ.

იხ. http://www.geomediatv.ge/%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8/

 

კომენტარის დატოვება