სავჩენკომ ნარკოტიკებზე ტესტი პირდაპირ ეთერში ჩააბარა

“112 უკრაინას“ ტელეეთერში გადაცემა „Вечерний прайм“-ის წამყვანმა პოლინა გოლოვანოვამ უკრაინას რადას დეპუტატს ნადეჟდა სავჩენკოს თმის კულული პირდაპირ ეთერში მოჭრა და ნარკოლოგიურში გაგზავნა.

-„როგორც ვიცი თმას აქვს გენეტიკური მახსოვრობა, რუსეთის ციხეში ხშირად მიღებდნენ ანალიზებს, ერტადერთი რისიც მეშინოდა არ დავესნეულებინე რამეთი“-განაცხადა სავცენკომ.

მისივე ტქმით, ის მზად არის სისხლის ანალიზიც გაიკეთოს  და გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება ისევ პირდაპირ ეთერში, დეპუტატმა ისიც განაცხადა, რომ ენდობა ტელევიზიას და მოტანილ პასუხებს.

უფრო ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბლოკი „პოროშენკო“ წევრები სავჩენკოს რადას სხვადასხვა სხდომაზე დასწრების აკრძალვას ითხოვდნენ.

კომენტარის დატოვება