დაუშვებელია ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს ამდენი ერთკაციანი პარტიები!

პარტიების დაფინანსების შესახებ განკარგულება ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამოსცა. უკვე ცნობილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 პოლიტიკური პარტია დაფინანსდება.

ამ პროცესს „„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი“ ზვიად ტომარაძე ეხმიანება და ამბობს, რომ კანონი სასწრაფოდ შესაცვლელია.

-ეს კანონი არის სასწრაფოდ შესაცვლელი! დაუშვებელია ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს ამდენი ერთკაციანი პარტიები!
დაფინანსების ბარიერი უნდა გაიზარდოს 3%–დან 5%–მდე. ასევე თუ პარტიები გაერთიანდებიან ბლოკებში, მაშინ ბარიერის პროცენტიც შესაბამისად უნდა გაორმაგდეს!“-ცხადებს ტომარაძე.

შგახსენებთ:

სახელმწიფოსგან დაფინანსდებიან შემდეგი პარტიები:

„საქართველოს კონსერვატიული პარტია“ – წლიური დაფინანსება – 236,572 ლარი,

„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – წლიური დაფინანსება 536,572 ლარი,

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ – წლიური დაფინანსება – 236,572 ლარი,

„ეროვნული ფორუმი“ – წლიური დაფინანსება – 236,572 ლარი,

„საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – 598,698 ლარი,

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 2,082,238 ლარი,

„თავისუფალი დემოკრატები“ – 512,196 ლარი,

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 472,812 ლარი,

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1,122,526 ლარი,

„ევროპული საქართველო“ – 895,726 ლარი,

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 241,625 ლარი,

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 997,037 ლარი,

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 744,008 ლარი,

„ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ – 87,024 ლარი,

„თავისუფალი საქართველო“ – 87,024 ლარი,

„თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“, – 87,024 ლარი,

„საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – 87,024 ლარი,

„ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – 87,024 ლარი,

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 195,511 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“ – 195,511 ლარი.

აღნიშნული პარტიები ჯამში 9,739,296 ლარს მიიღებენ.

 

კომენტარის დატოვება