უკრაინა „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში არ შედის, რადგან  ვთვლი, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხი არიან – ვლადიმერ პუტინი

უკრაინა „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში არ შედის, რადგან არ მივიჩნევ, რომ უკრაინელი ხალხი არამეგობრულია. ვთვლი, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხი არიან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური ტელე-ხიდისას, სახელწოდებით „პირდაპირი ხაზი ვლადიმირ პუტინთან“ მიმდინარეობისას განაცხადა.

ამასთან, როგორც იგი აცხადებს, „რუსეთში არის მორდოველი ხალხის რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც ერთი ენის ჯგუფით საუბრობენ, მაგრამ ერთმანეთის არ ესმით”.

„მათი ენა უფრო მეტად განსხვავდება ერთმანეთისგან, ვიდრე რუსული და უკრაინული, მაგრამ ისინი თავიანთ ერთობას აფასებენ. ისინი ჭკვიანები არიან და ესმით, რომ ნგრევას კარგი არაფერი მოაქვს. დიდი ხანია, რუსი ხალხის დაყოფას ცდილობენ. თავიდან იყო ინტერპრეტირებული დიდი რუსები, ბელორუსები და მცირე რუსები. შემდეგ, მათ რუსი ხალხის დაყოფა დაიწყეს. ამ საკითხზე ანალიტიკურ სტატიას დავწერ და იმედი მაქვს, რომ რუსეთშიც და უკრაინაშიც გაეცნობიან. არ ვთვლი, რომ უკრაინელი ხალხი არამეგობრულია. ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა, მაგრამ მათი ხელისუფლება აშკარად არამეგობრულია ჩვენთვის. სხვა შემთხვევაში რთულია რადას მიერ მიღებული კანონპროექტის გაგება, სადაც რუსი ხალხი არაძირძველად ითვლება“ , – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.