” კამელინი” ჩვენს თვალწინ ახდენდა სასწაულს…”

ცნობილმა ექიმმა, მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ ბენედიქტე მაღლაკელიძემ გასული საუკუნის 50-იან წლებში, მიაგნო თაფლის იმ უნიკალურ სახეობას, რომელიც მდიდარი იყო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, ორიგინალური ტექნოლოგიის გამოყენებით მიაღწია მათი თავისუფალი სახით გამოყოფას და შემდგომ პრეპარატის სახით წარუდგინა სამედიცინო საზოგადოებას.

⚜“კამელინი“ 100%–ით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია არატოქსიკური და ჰიპოალერგიული.

მარიკა ლორთქიფანიძე, ექიმი კოაგულოლოგი:

– 49 წელი ვიმუშავე ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის მრავალპროფილურ ინსტიტუტში, რომელიც იმ დროს ყველასგან გამოირჩეოდა. ჩვენი დირექტორი აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი ცდილობდა ახალგაზრდა, ნიჭიერი ექიმები შემოეკრიბა გარშემო და ბატონ ძაგული მაღლაკელიძესთან ერთად ეწარმოებინათ ექსპერიმენტული კვლევები პრეპარატ „კამელინზე“, რომელიც შემდეგ დაინერგებოდა კლინიკაში. ჩემმა მეუღლემ, გულმკერდის ქირურგმა, პროფესორმა ოთარ ბურჯანაძემ ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა „კამელინი“ ფილტვის სიმსივნით დაავადებულ ავადმყოფთა სამკურნალოდ. დაკვირვება მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის შემდეგ დინამიკაში წარმოებდა, კლინიკური ანალიზებიც ტარდებოდა. ავადმყოფთა მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება, ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება, სიმსივნის ზომაში შემცირება ოთარს ძალიან ახარებდა. ყველანი დიდი გულისყურით ვაკვირდებოდით ოთარის განყოფილებაში მიმდინარე პროცესებს, რომელიც იმედისმომცემი გახლდათ, ჩვენს თვალწინ ახდენდა პრეპარატი „კამელინი“ სასწაულს. ეჰ, რა დრო გავიდა, გული სიამაყით მევსება, როდესაც ვიგებ კომპანია „კამელინის“ წარმატებას საქართველოს ფარგლებს გარეთ
კახაბერ შარაშიძე-მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის ქირურგი ოფთალმოლოგი
-მოულოდნელად გავხდი ავად, საქმე გვქონდა უცნაურ დაავადებასთან. ყოველდღე მქონდა ახალ-ახალი გამონაყარიდა ტემპერატურის მატება. დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ეს არ იყო უბრალო გაციება და შესაბამისი გამოკვლევები ჩავიტარე. ანალიზების პასუხები ნორმალური აღმოჩნდა, მხოლოდ შარდში ცილა იყო მომატებული. რაც შეეხება გამონაყარს, ის აღმოჩნდა დაუდგენელი ეტიოლოგიის. დავიწყე სიმპტომური მკურნალობა , თუმცა მდგომარეობა დამიმძიმდა, მუშაობაც არ შემეძლო, ფაქტიურად არანაირი იმედი არ მქონდა. ჩემმა დამ მირჩია დამეწყო კამელინის ინიექციები. კამელინის გაკეთებიდან 4-5 დღეში თავი უკეთ ვიგრძენი, მთლიანი კურსის შემდეგ კი თავს ჯანმრთელ ადამიანად მივიჩნევდი. მაშინ , როდესაც კამელინის წყალობით უკვე სრულიად განკურნებული ვიყავი, შევიტყვე რომ აღნიშნული დაავადება ყოფილა ჰანტავირუსი. ამის შემდეგ მე ჩემს პაციენტებში კამელინს ვიყენებ სხვადასხვა დავაადებების დროს
👉კამელინი იყიდება ყველა აფთიაქში
         გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის          მისაღებად მიმართეთ ექიმს.
👉 მიღების წესისა და დოზირების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან ექიმები – 599 33 10 89; 599 23 03 33
http://www.camelyn.ge/info@camelyn.ge
Facebook Comments