მოხუცი პანსიონატში გადაიყვანეს- geomediatv.ge-ს მასალას რეაგირება მოჰყვა

დავით ცხვარაძე

geomediatv.ge-ს  ექსკლუზივი და პირველი რეპორტაჟი, რომელსაც გამოხმაურების გარეშე არ ჩაუვლია

მოხუცი წყალწითელას პანსეონატის თავშესაფარში წუხელ გადაიყვანეს სოფელ ჭოგნარში, 76 წლის ქალს უპატრონობის გამო გაყინვა და შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდა. მას საკუთარი სახლი არ ჰქონდა და იგი რაიონის გამგებელმა მეზობლის სახლში მისივე გადაწყვეტილების საფუძველზე თვითნებურად შეასახლა.

ჩვენი მასალის გამოქვეყნების შემდეგ კი ხელისუფლებამ პრობლემა ყურად იღო და მოხუცი შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს. ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აქვს საკვები და თბილი კერა, რომელსაც თამარა კვიმსაძე წლების განმავლობაში ნატრობდა. მარტოხელა 76 წლის ქალბატონი თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში ცხოვრობდა. რომელიც გაუსაძლის პირობებში ამ დრომდე იმყოფებოდა.. მას არ ჰყავდა არავინ გარდა კეთილი ახლო მეზობლებისა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც მოხუც ქალბატონს წლებია კვებავდნენ  და უვლიდნენ. თამარა კვიმსაძის მდგომარეობა ცნობილია იყო თეჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარის მაჟორიტარი დეპუტატისთვის და რაიონის გამგებლისთვის, თუმცა პრობლემა ინფორმაცის გასაჯაროებამდე ვერ მოგვარდა,

ჩვენ ქალბატონის მდგომარეობას თვალს მივადევნებთ, მკითხველს კი მისი ჯამრთელობის და საყოფაცხოვრებო პირობების  შესახებ ინფორმაციას რეგულარულად მივაწვდით.

კომენტარის დატოვება