“ოცნება” ხვალ აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“  საარჩევნო კამპანიას აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებით განაგრძობს.

13 აგვისტოს, პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს საზოგადოებას ბათუმში წარუდგენს.

კანდიდატების წარდგენა 20:00 საათზე, ევროპის (ყოფილი ერას) მოედანზე გაიმართება.

კომენტარის დატოვება