სიახლე! ქართულ-არაბული პროექტი – მინი ქალაქი Saguramo Gardens თბილისის მახლობლად

ქართული კომპანია Georgian Ventures & Investment და არაბული კომპანია Salim Ali Al Shamsi Real Estate (ОАЭ) გეგმავენ თბილისის მახლობლად გააშენონ მინი-ქალაქი Saguramo Gardens ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკვე განუცხადა არაბული კომპანიის მენეჯერმა აკბარ კურეშიმ.

მისი სიტყვებით ერთობლივი პროექტისთვის საგურამოში შერჩეული 35 ათასი ჰექტარი მიწა. სწორედ იქ იგეგმება საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო ვილების მშენებლობა. ქალაქში იქნება 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რესტორანი, კაფე, სამედიცინო ცენტრი, სპორტული და სხვა ობიექტები. ასევე დასვენების პარკი და ქორწინების სახლი.

-„ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო კომპანიების შესარცევი ტენდერი, რომლებიც მუშაობას რამდენიმე თვეში შეუდგებიან. ქალაქი სიცოცხლეს 2020 წელს დაიწყებს“-განაცხადა მენეჯერმა.

მისივე თქმით მინი-ქალაქი Saguramo Gardens გათვლილია 5 ათას მაცხოვრებელზე. კონფედენციალურობიდან გამომდინარე არ დაასახელა პროექტის ღირებულება და ქართველი პარტნიორები.

 კომპანია Salim Ali Al Shamsi Real Estate დაარსდა 1990 წელს და დღემდე ანხორციელებს პროექტებს საუდის არაბეთში.

ქარტული კომპანია Georgian Ventures & Investment დღეისათვის აშენებს ეკოგამაჯანსარებელ ცენტრს ფასანაურში. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, სამომავლოდ ასეთი ცენტრების მთელ საქართველოში აშენებას გეგმავენ.

 

კომენტარის დატოვება