ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით გარდაცვალების ინფორმაციას ფეიკს უწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 13 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია აგუძერას ჰოსპიტალში კორონავირუსით რამდენიმე ადამიანის გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ფეიკნიუსია.

ჰოსპიტალის მთავარი ექიმი ზურაბ აჩბა აცხადებს, რომ არანაირი გარდაცვალების შმთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, ჰოეპიტალში ამჟამად 3 ადამიანი წევს ჩვეულებრივი გრიპით.

ოკუპირებულ აფხაზეთში ყოველგვარი მასობრივი ღონისძიებები 7 აპრილამდე გაუქმებულია.