„პლიტიკური სპეკულაცია და პიარი“-დე-ფაქტო მინისტრების პასუხი

საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ საჭიროების შემთხვევაში ქართული მხარე კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება აფხაზებსა და ოსებს, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საგარეო საქმეთა უწყებები ეხმიანებიან და პოლიტიკურ პიარს უწოდებენ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე აცხადებს, რომ ეს განცხადება ქართული მხარის მიერ პოლიტიკური სპეკულაციაა.

სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა დე-ფაქტო მინისტრი დიმიტრი მადოვი კი  საქართველოს მთავრობის განცხადებას პოლიტიკური პიარად მიიჩნევს და ამბობს, რომ უმობესია საქართველომ თავის მოქალაქეებზე იზრუნოს.

ოკუპირებული ტერიტორიების პირველი პირები აცხადებენ, რომ არ აპირებელ საქარტველოს დახმარების მიღებას და მათ უკვე მიმართეს შესაბამისი დახმარებსთვის რუსეთს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 13 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია აგუძერას ჰოსპიტალში კორონავირუსით რამდენიმე ადამიანის გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ფეიკნიუსია.

https://www.gmtv.ge/73730-2/