კეზერაშვილი კაკაბაძისგან განცხადების საჯაროდ უარყოფას მოითხოვს

თბილისში, რუსთაველის 34 ნომერში მოქმედებს მოძრაობა „არა ნაცებს“ ოფისი. რუსთავი 2-თან საუბრისას ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ დაფინანსების საკითხები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დავით ჯეზერაშვილთან გაარკვიონ.

ვრცლად

http://rustavi2.ge/ka/news/118687

ყოფილი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ორგანიზაცია „არა ნაციონალურ მოძრაობას“ ხელმძღვანელს ნანა კაკაბაძეს სიცრუეში ადანაშაულებს. დავით კეზერაშვილის ადვოკატი ნანა კაკაბაძეს მოუწოდებს განცხადება საჯაროდ უარყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას  დავა სასამართლოში მოუწევს.

შოთა მინდელის განმარტებით, ნანა კაკაბაძემ განცხადება მტკიცებით ფორმაში გააკეთა და ის ვერანაირად ვერ ჩაჯდება აზრის თავისუფლად გამოხატვის ფარგლებში.