“დაიწყოს 9 თვის მანძილზე თაროზე შემოდებული კანონპროექტის განხილვა!..”

სამოქალაქო მოძრაობა “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” ხელისუფლებას კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციაში საგანგაშო მაჩვენებელსა და სტატისტიკაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ თუ საკითხზე დროული რეაგირება არ მოხდება, უკიდურეს ზომებს მიმართავენ და აქციებს დაიწყებენ.

“ივლისიდან დღემდე სუიციდის 15 ფაქტი მოხდა. სასწრაფოდ დაიწყოს ხელისუფლებამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით 9 თვის მანძილზე დამუშავებული და თაროზე შემოდებული კანონპროექტის საკომიტეტო და შემდეგ უკვე საპარლამენტო განხილვა,”- აცხადებს ორგანიზაციის “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” პრეზიდენტი თამარ ჯაფარიძე.