“ეს არის პატრიოტიზმი!” – თამარ ტალიაშვილი ფონდი ,,ქართუს” ინიციატივას ეხმიანება

ფონდი „ქართუსა“ და ბანკების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საკრებულოს დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ ამ რთულ პერიოდში მისასალმებელია საზოგადოებისა და ბიზნესის შესახვედრად გაკეთებული ყველა სიახლე.

-და კვლავ, უკვე მერამდენე ათწლეულია ქველმოქმედება, ბიზნესის ქცევა, რომელიც სცილდება სოციალურ პასუხისმგებლობას. ეს არის პატრიოტიზმი! ბანკებმი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს.სხვა საკრედიტო ორგანიზაციებსაც მალე ვიხილავთ ამ სიაში, იმედი მაქვს!!!ეს არის კარგი და სწორი, ხელისუფლების მოწოდების შესაბამისი ნაბიჯი. კრიზისების პერიოდში ხდება ფუნდამენტური მამაპაპური ჭეშმარიტებების ხელახალი გააზრება, ამ შემთხვევაში ასეთი basic truth ის არის რომ სახელმწიფო, ბიზნესი და საზოგადოება ერთ ნავში ვსხედვართ, საბოლოო ჯამში, და ამ ნავს მიკრო მასშტაბით სამშობლო ჰქვია, გლობალური მასშტაბით კი “დედა -მიწა” – წერს სოციალურ ქსელში ტალიაშვილი.