სავსებით პანიკური და გააზრებული იყო ის ნაბიჯი , რომ  პროპორციულის დაპირებას გადაგდება მოყვა

1%  პროპორციული საარჩევნო  ბარიერი .

საბოლოოა თუ არა ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმება?

რას ფიქრობენ სამოქალაქო აქტივისტები? ის ახალგაზრდები რომლებიც 20 ივნისიდან მოყოლებული ითხოვდნენ პროპორციულ საარჩევნო მოდელს.

ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ  მოვლენებთან დაკავშირებით ვესაუბრე აქტივისტს გიორგი ბალხამიშვილს, მასთან ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:

გიორგი  გამარჯობა , მადლობა რომ  დაგვთანხმდი ინტერვიუზე

-გამარჯობათ, მადლობა თქვენ.

გიორგი როგორ შეაფასებდით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებას ? როგორ ფიქრობთ მიღწეულ იქნა  კონსენსუსი? ოპოზიციის უცვლელ მოთხოვნად რჩება როგორც თავად აღნიშნავენ ,,პოლიტპატიმრების” ციხიდან გათავისუფლება და თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს ახალ საარჩევნო მოდელს , ამ საკითხთან   დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი პოზიცია .

 

–პოლიტპატიმრების  საკითხი, აქტუალური განხილვის საგანი იყო დიპლომატიურ კორპუსთან, განსაკუთრებით მწვავე შეფასებები ისმოდა ამერიკელების მხრიდან.
კონგრესმენ ადამ კინზინგერის მხრიდან ისმოდა ზედმეტად მწვავე შეფასება . მოგეხსენებათ კრიტიკული შეფასება მოყვა გიგი უგულავას საქმეს. რაც შეეხება 1 % – იან ბარიერს, შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმება სანახევროდ მიღწეულია, რისთვისაც დიდი მადლობას ვუხდით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, სწორედ მათი შუამდგომლობითც მოხდა აღნიშნულ საკითხზე კონსესუსი, რაც საქართველოსთვის თუ მოქმედი ხელისუფლება ახალ სისულელეს არ მოიფიქრებს, დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის ისტორიაში 2012 წლის შემდეგ.
მე  მაქვს ინფორმაცია, ხელისუფლება ითვალისწინებს დასავლელი პარტნიორების რჩევებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას იწყებს,ვფიქრობ ეს პროცესები დადებითად აისახება საქართველოს დემოკრატიულ, დასავლურ გზაზე, მე მოლოდინი მაქვს რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და უახლოეს მომავალში ყველა პოლიტპატიმარი დატოვებს საბყრობილეს..

 როგორ ფიქრობთ რამდენად მისაღებია 1% ბარიერი ხელისუფლებისთვის?

–ხელისუფლებისთვის ცხადია არ იყო მისაღები ეს პროპორციული მოდელი, რადგან მათ გაბანკროტების და კოლოსალური ანგარიშით დამარცხების საფრთხე იგრძნეს, 20 ივნისის შემდეგ ქართულმა ოცნებამ ლეგიტიმაცია დაკარგა, სავსებით პანიკური და გააზრებული იყო ის ნაბიჯი , რომ  პროპორციულის დაპირებას გადაგდება მოყვა, ასევე პანიკურად პოლიტიკურ ოპონენტებზე – ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ნიკა გვარამია, გიგი უგულავა, გიგა ბოკერიაზე მცდელობა იყო საქმის აღძრის, დანარჩენებზე აღძრეს, დაწყებული დევნა, უდიერი მოპყრობა მანიფესტანტებზე, რომელთაც გაურკვეველი ბრალდებებით აკავებდნენ, ამის მაგალითი ალიკა კუპრავას საქმეა, პირდაპირ კადრებში ჩანს, რომ ადამიანი გაიტაცეს, საქმე კი წინააღმდეგობის გაწევის თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე აღძრეს, რაც იყო სრულად მოკლებული დემოკრატიულ, ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლების მოქმედებას.

დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.