“სოკარმა” საწვავზე ფასები შეამცირა

წლების განმავლობაში, სოკარი ლოიალურ მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობდა სხვადასხვა აქციას. ენერჯი ბარათის მფლობელები ყოველთვის სარგებლობდნენ ფასდაკლებებით საწვავზე.

თუმცა, ბოლო პერიოდში საწვავის ფასი განუხრელად იზრდება, რაც გამოწვეულია არაერთი ფაქტორით, მათ შორისაა ვალუტის კურსი და მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა. ეს ფაქტორები განსაზღვრავს საწვავის ფასწარმოქმნას ნებისმიერი ნავთობკომპანიისთვის და, მათ შორის, სოკარისთვის.

სოკარი საკუთარ ვალდებულებად მიიჩნევს, ხარისხიანი და, ამავე დროს, ხელმისაწვდომი საწვავი მიაწოდოს საქართველოს მოქალაქეებს და ბოლო პერიოდში გაზრდილი ფასების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამციროს უკლებლივ ყველასთვის.

სწორედ ამიტომ, სოკარმა მაქსიმალურად გაითვალისწინა თითოეული მომხმარებლების ინტერესი და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფასდაკლება უკვე ფასმაჩვენებელზე აისახოს. შესაბამისად, დღეიდან საწვავზე შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ არა მხოლოდ ენერჯი ბარათის მფლობელები, არამედ – უკლებლივ ყველა მომხმარებელი. კერძოდ:

კომპანია განსაკუთრებით აფასებს მის ლოიალურ მომხმარებლებს და მათთვის წამახალისებელ აქციებს განაგრძობს.

ამ ეტაპზე, ენერჯი ბარათის მფლობელებს დაგროვების შესაძლებლობა აქვთ. კერძოდ, სოკარის ავტოგასამართ სადგურზე ყოველი 1 ლიტრი ბენზინის, ან დიზელის ტიპის საწვავის შეძენისას, ენერჯი ბარათზე მომხმარებელს 3 ქულა, ანუ 3 თეთრი ერიცხება. ხოლო თუ მომხმარებელი ენერჯი ბარათზე წინასწარ ბენზინის, ან დიზელის ტიპის საწვავს შეიძენს, ყოველ ერთ ლიტრზე 6 ქულა, ანუ 6 თეთრი დაერიცხება. ენერჯი ბარათზე დაგროვილი ქულების გადაცვლა შესაძლებელია საწვავში, კომუნალურ გადასახადებში, ან მობილური ბალანსის შესავსებად. შესაბამისად, ჩვეულებრივი რიგითი მომხმარებლებისგან განსხვავებით ენერჯი ბარათის მფლობელების მიერ მიღებული სიკეთე მაინც მეტია და უკეთეს ფინანსურ შეთავაზებებს იღებენ.

დაგროვების სისტემის გარდა, სოკარი ენერჯი ბარათის მფლობელებისთვის პერიოდულად გამოაცხადებს ფასდაკლებებს, აქციებსა და გათამაშებებს. თუმცა ამ ეტაპზე, მათ შეუწყდებათ მუდმივი ექსკლუზიური ფასდაკლება ყველა ტიპის საწვავზე, გარდა ბუნებრივი აირისა. სანაცვლოდ, ისინი, ისევე როგორც ნებისმიერი მომხმარებელი, მიიღებენ უკეთეს საფასო შეთავაზებას სოკარის ნებისმიერ სადგურზე.