რატი იონათამიშვილი გახარიას: ყორღანაშვილს სიმონ მეფე რომ გაეფრთხილებინა – ვაპირებ შაჰის რაზმებს შემოვუძღვე და არ მინდოდა სხვისგან გაგეგოო – ღირსეული კაცი იქნებოდა?

ყორღანაშვილს სიმონ მეფე რომ გაეფრთხილებინა, ვაპირებ შაჰის რაზმებს შემოვუძღვე და არ მინდოდა სხვისგან, ან პირდაპირ ბრძოლის ველზე გაგეგოო, – ღირსეული კაცი იქნებოდა?, – ამის შესახებ საპარლამნტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას მისამართით წერს.

იგი ამ სახით რამდენიმე დღის წინ კახა კალაძესა და გიორგი გახარიას შორის შემდგარ შეხვედრას ეხმიანება.

„არ მგონია, პიარის ხარჯზე ყველაფრის ჩამოწერა შეიძლებოდეს…

გახარიასა და მის თანაპარტიელებთან ერთი კითხვა მაქვს: ყორღანაშვილს სიმონ მეფე რომ გაეფრთხილებინა, დღეს ვაპირებ შაჰის რაზმებს შემოვუძღვე და არ მინდოდა სხვისგან, ან პირდაპირ ბრძოლის ველზე გაგეგოო, – ღირსეული კაცი იქნებოდა? ისტორია იტყოდა, რომ ადამიანური და ვაჟკაცური საქციელი ჩაიდინა, რადგან კი შემოუძღვა, მაგრამ დილით გააფრთხილა სიმონ პირველიო?“, – წერს იონათამიშვილი.