გლდანის ციხეში პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა – იგი კლინიკაში გადაიყვანეს

გლდანის ციხეში პატიმარმა ადვოკატთან პაემნის დროს თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაცია პენიტენციურi სამსახური ადასტურენს.

„მსჯავრდებული ტ.დ. გლდანის მე-8-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ს.ს.კ-ის 223-ე პრიმა მუხლის საფუძველზე მოთავსდა.

მსჯავრდებული ტ.დ. უფლებადამცველთან შეხვედრის მიზნით ხანმოკლე პაემნისთვის განკუთნვილ ოთახში იმყოფებოდა, რა დროსაც მსჯავრდებულმა მუცლის არეში დაზიანება პლასტმასის საგნით მიიყენა. მსჯავრდებულის განმარტებით, იგი ამ დროს აღელვებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა კონკრეტული მიზეზი მას არ დაუსახელებია.

მსჯავრდებულს დაწესებულების მედპერსონალის მიერ ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე საჭიროდ ჩაითვალა თბილისის ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა”, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.