განცხადებები ჟვანიას სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ავანტიურულია – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, განცხადებები ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ავანტიურისტული და საფუძველს მოკლებულია.

“ეს არის კიდევ ერთი ავანტიურული განცხადება, როდესაც მიმდინარეობს ხმების დაზუსტების პროცესი, როდესაც ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია აბსოლუტურად რეაგირებას ახდენს ყველა იმ ძირითად საკითხზე, რომელიც მეორე ტურამდე უნდა იყოს განხილული, ასეთი განცხადება არის ავანტიურისტული, პირდაპირ გეტყვით, რა თქმა უნდა, ამას არავითარი საფუძველი არ გააჩნია”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ეუთო/ოდირის მისიის წარმომადგენლებმა “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრაზე კიდევ ერთხლე მკაფიოდ გაიმეორეს, რომ “საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული”.